20 წლიანი გამოცდილება

ჩვენი კომპანია საქართველოში მოღვაწეობს 1998 წლიდან და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას

საუკეთესო ხარისხი

ჩვენი კომპანია არ მოიხმარს სხვადასხვა სახის შხამ ქიმიკატებს რომლებიც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას.

უმაღლესი სტანდარტები

ჩვენი კომპანია ატიურად იყენებს სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს და აღჭურვილობას.

01დედა ფუტკარი

ჩვენი კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის კავკასიური (Apis Melifera Caucasica) დედა ფუტკრებს, მის ისტორიულ სამშოლოში საქართველოში, რომელიც შემოსაზღვრულია ჩრდილო და სამხრეთ კავკასიის მთებით, დასავლეთიდან კი ესაზღვრება შავი ზღვა. ეს შემოსაზღვრულობა გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ სუფთა ჯიშის კავკასიური ფუტკარი.

02თაფლი

საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე ქართული თაფლი გამოირჩევა უნიკალური სამკურნალო თვისებებით. ჩვენი საფუტკრეები განლაგებულია დასავლეთ საქართველოს მთიანი ზონის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, საიდანაც ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის აკაციას, წაბლს, ცაცხვს, ალპური მდელოს, მინდვრისა და ფიჭიან თაფლს.

03ფიჭის წარმოება

ვაწარმოებთ ხელოვნურ ფიჭას, მხოლოდ ნატურალური სანთლისგან; ფიჭის აგრეგატს გააჩნია თერმული რეჟიმების ავტომატური მართვის შესაძლებლობა, რაც იძლევა მაღალხარისხიანი ფიჭის წარმოების საშუალებას. სანთელს ვაცხელებთ 120-130 გრადუს ტემპერატურაზე და მისგან დაბეჭდილი ფიჭას დაავადების გამოწვევა არ შეუძლია.

04ფუტკრის რძე

ვაწარმოებთ სადედე ფუტკრის რძეს, რომელიც უებარი საშუალებაა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. დაინტერესების შემთხვევაში შეგვიძლია, მეტი სანდოობისთვის, სადედე ფუტკრის რძის წარმოების განხორციელება კლიენტის თანდასწრებით.

05ყვავილი და ჭეო

ყვავილის მტვერი თავისი უნიკალური თვისებების გამო ხელს უწყობს წნევის დაწევას, ერითროციტების წარმოქმნას, ჰემოგლობინის ამაღლებას. იგი კარგად შეიწოვება მძიმე დაავადება გადატანილი ორგანიზმის მიერ, აძლიერებს მადას, სხეულის წონის ნორმალიზებას და სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებას. იგი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას.

06დინდგელი

დიდი ხნის განმავლობაში კამათობდნენ, საიდან მიიღებოდა დინდგელი. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ ფუტკრები მას აგროვებდნენ მცენარეებისგან, მეორენი კი ამბობდნენ, რომ ფუტკრები მას გამოყოფენ ისევე, როგორც ცვილს. შემდეგ გაირკვა, რომ დინდგელი ფისოვანი ნაერთია, რასაც ფუტკრები აგროვებენ მცენარეებიდან. დინდგელს ფუტკრები საკუთარი საცხოვრებლის კოსმეტიკურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩასატარებლად იყენებენ.